ჩვენი მიზანი
ინციდენტის მოხდენის ერთ-ერთი მიზეზი შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული ცოდნის უქონლობაა, მისი არიდება/სწორი მართვა, სათანადო განათლების მიღებითაა შესაძლებელი.

ჩვენი ონლაინ პლატფორმის მიზანია, შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებს, ყველა დასაქმებულს და სხვა დაინტერესებულ პირებს მისცეს ის საჭირო ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის არსებული კლიმატის გასაუმჯობესებლად.

„საფკო აკადემია“ პასუხისმგებელი იქნება, რომ არსებული სასწავლო კურსების განახლება/გაუმჯობესება მოხდეს მუდმივ რეჟიმში, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისად და მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე, ასევე რეგულარულად დაემატოს შრომის უსაფრთხოების ახალი კურსები.
საფკო აკადემია
საფკო აკადემია - ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც შრომის უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს საშუალება ეძლევა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, უკეთესად შეიცნოს უსაფრთხოების სფერო, ან გამოიყენოს პლატფორმა დასაქმებულთათვის თემატური კურსების ჩასატარებლად.

ჩვენ დაგეხმარებით, რომ ჩამოყალიბდეთ დარგის ექსპერტებად, გაიღრმავოთ თემატური ცოდნა, მიიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი და გახდეთ პროფესიონალი მენეჯერები არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე. ეს შენი სივრცეა!
შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა შრომის უსაფრთხოების შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენაზე); სერტიფიკატს გასცემს ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველა პრესტიჟული და IOSH-ის საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი ტრენინგ ცენტრი - SafCo ltd.

ინსტრუქცია: მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი კურსის შეძენისას შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე.
Previous slide
Next slide

შრომის უსაფრთხოების ტრენინგები

პლატფორმის გამოყენების ინსტრუქცია

სისტემაზე წვდომის პაკეტები

სტარტერი

50 / 48 საათი
  • 48 სთ წვდომა 1 არჩეულ კურსთან‎‎ ‎ ‎
  • 1 კონკრეტული კურსის სერტიფიკატი

სტანდარტი

145 / 7 დღე
  • 7 დღიანი წვდომა ყველა არსებულ კურსთან
  • ყველა თემატური კურსის სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა

ულიმიტო

220 / თვეში
  • ულიმიტო წვდომა ყველა არსებულ და მომავალში დამატებულ კურსთან
  • ყველა თემატური კურსის სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა
  • კომპანიის დარეგისტრირების და პლატფორმაზე არსებული კურსების დასაქმებულთათვის ჩატარების შესაძლებლობა
  • პლატფორმაზე საკუთარი კურსების დამატების შესაძლებლობა

სწრაფი და უსაფრთხო გადახდის სისტემა

საბანკო ბარათით

ონლაინ შეძენა შეგიძლიათ კონკრეტულ პროდუქტთან არსებული „ყიდვის“ ღილაკის მეშვეობით ელექტრონული გადახდის სისტემით - Visa/Mc ბარათებით.

ინვოისის საფუძველზე

კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ მოითხოვოთ ინვოისი;

შენიშვნა: სასწავლო კურსის შეძენისთვის აუცილებელია ვებ-გვერდზე რეგისტრაცია.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენად შეესაბამება არსებული ონლაინ კურსები საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას?

შრომის უსაფრთხოების ონლაინ კურსები სრულ შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ არსებული კურსები განახლდება ახალი მოთხოვნების შესაბამისად.

რა სახის კურსებს უნდა ველოდო პლატფორმაზე?

SafCo-ს აკადემიის პლატფორმაზე განთავსებულია ჯანმრთელობის დაცვას, შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული თემატური ტრენინგ კურსები. კურსების მთავარი მიზანია უფრო სიღრმისეულად განიხილოს თითოეული თემატიკა და აამაღლოს მომხმარებლის ცნობიერება.

 

კურსები დატვირთულია ტექსტური, ფოტო/ვიდეო და აუდიო მასალებით და დაფუძნებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებზე, ასევე ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებზე.

 

პლატფორმაზე განთავსდება ყველა დარგში დასაქმებულთათვის აქტუალური და საინტერესო კურსები, როგორიცაა, სიმაღლეზე მუშაობა, ელექტრობა და ასოცირებული საფრთხეები, საოფისე საქმიანობა, საწარმოო და სასაწყობო საქმიანობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, საგანგებო სიტუაციების მართვა, და სხვა მრავალი თემატური კურსი.

როგორ ვისარგებლო პლატფორმით?

პლატფორმით სარგებლობისთვის პირველ რიგში, უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, აირჩიოთ კურსებზე წვდომის სასურველი პაკეტი და მოახდინოთ ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათის მეშვეობით. სასურველი კურსის არჩევის, გავლის და ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სისტემაში გამოგიჩნდებათ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

დღე-ღამის რომელ პერიოდში შემიძლია პლატფორმით სარგებლობა?

პლატფორმით სარგებლობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, დაინტერესებული პირისთვის (მომხმარებლისთვის) მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.

რას გულისხმობს სტარტერი (ერთჯერადი) პაკეტის შეძენა და რა პერიოდის განმავლობაში შევძლებ პლატფორმით სარგებლობას?

სტარტერი პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს 48 საათის განმავლობაში აქვს წვდომა რომელიმე ერთ არჩეულ ტრენინგთან, სარგებლობს სასწავლო კურსის შესაბამისი ტექსტური, საპრეზენტაციო, აუდიო/ვიდეო და სხვა მასალებით და კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ იღებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს.

რა უპირატესობა აქვს ულიმიტო პაკეტს სხვა პაკეტებთან შედარებით?

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეიძენს არა ერთჯერად, არამედ ულიმიტო პაკეტს, მას წევრობის სრული ხანგრძლივობის  განმავლობაში ულიმიტო წვდომა ექნება პლატფორმასთან და მასზე განთავსებულ ყველა არსებულ თუ მომავალში დამატებულ ტრენინგ კურსთან. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ყველა  კურსის სასწავლო მასალები გამოიყენოს თავის კომპანიაში დასაქმებულთათვის ინსტრუქტაჟების და ტრენინგების ჩასატარებლად.

რა არის საჭირო სერტიფიკატის მისაღებად?

კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატის მისაღებად, აპლიკანტმა კურსის დასრულების შემდეგ  უნდა გაიაროს შესაბამისი ტესტირება და წარმატებით ჩააბაროს ტესტის მინიმუმ 70%. მომხმარებელს ტესტირების გავლა შეუძლია ულიმიტო რაოდენობით.

როგორ შევიძინო სასურველი კურსი?

კურსის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში კონკრეტულ პროდუქტთან არსებული „ყიდვის“ ღილაკის მეშვეობით ელექტრონული გადახდის სისტემით - Visa/Mc ბარათებით. კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ მოითხოვოთ ინვოისი.

error: Alert: მასალა დაცულია!