https___www.digdifferent.com_uploads_images_img_4934

დახურულ სივრცეში მუშაობა

კურსის აღწერა: დახურულ სივრცეში მუშაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის არაერთი საფრთხის გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი ინციდენტი მოხდა და მათი უმრავლესობა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებით ან ფატალური შედეგით დასრულდა. კურსში წარმოდგენილი მასალა შედგენილია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და სრულიად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას. გაეცანით დახურულ სივრცეში მუშაობის რეკომენდაციებს, დაიცავით თქვენი და სხვა ადამიანების სიცოცხლე.

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; დახურული (შეზღუდული) სივრცის პროგრამა; დახურულ სივრცეში არსებული საფრთხეები; დახურულ სივრცეში საფრთხეების კონტროლის მექანიზმები; პასუხისმგებლობები და მოვალეობები; სამაშველო სამუშაოები; ტრენინგი და სწავლება. კურსში დეტალურად არის განხილული დახურულ სივრცეში შესვლამდე განსახორციელებელი პროცედურები, ატმოსფეროს გაზომვის პრინციპები, აუცილებელი დაცვის საშუალებები და სხვა მრავალი საკითხი.

საკანონმდებლო მოთხოვნა საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ გვავალდებულებს დასაქმებულებისთვის შესაბამისი თემატური სწავლების (ტრენინგის) უზრუნველყოფას. კურსი დაგეხმარებათ კომპანიაში დასაქმებულ შესაბამის პირებს ჩაუტაროთ სწავლება დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ.

კურსის ხანგრძლივობა: მსმენელებს კურსის და ტესტის სრულად გასავლელად დასჭირდებათ დაახლოებით 3-4 საათი.

error: Alert: მასალა დაცულია!