Elevated View Of An Architect Drawing Plan On Blueprint With Electrical Components

ელექტრობის უსაფრთხოება

კურსის აღწერა: ელექტრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ყველა ინდუსტრიაში. საქართველოში უამრავი მძიმე ინციდენტი ხდება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ელექტრობასთან არასწორ მუშაობას. ტრენინგი შედგენილია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტის მიერ, რომელსაც ელექტრობასთან მუშაობის და მასთან ასოცირებული რისკების კონტროლის უდიდესი გამოცდილება აქვს. გაეცანით ელექტრობის საფრთხეს და მასთან სწორად მუშაობის პრინციპებს.

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; ელექტრობასთან ასოცირებული რისკები; ელექტრო საფრთხეებისგან დაცვა; ელექტრული ინციდენტების გამომწვევი მიზეზების პრევენცია; მიწისქვეშა და საჰაერო კომუნიკაციები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; საქართველოში არსებული კანონმდებლობა;

სამიზნე ჯგუფი: აღნიშნული კურსის გავლა გამოადგება ყველა იმ პირს, რომელსაც უწევს ელექტრობის საფრთხესთან შეხება, რაც თითქმის ყველა დასაქმებულს მოიცავს, ასევე სამუშაოს ზედამხედველებს და შრომის უსაფრთხოების კადრებს, რათა შეძლონ ელექტრობასთან დაკავშირებული საფრთხეების დროულად იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება.

კურსის ხანგრძლივობა: მსმენელებს კურსის და ტესტის სრულად გასავლელად დასჭირდებათ დაახლოებით 2-3 საათი

error: Alert: მასალა დაცულია!