შრომის უსაფრთხოების კომპანია

შრომის უსაფრთხოების საბაზისო კურსი – სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის

კურსის აღწერა: ტრენინგი განკუთვნილია რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის და მსგავსი სპეციფიკის მქონე კომპანიებში დასაქმებულთათვის, ასევე შესაბამისი შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებისა და ტექნიკური მენეჯერებისთვის. კურსში განხილულია ასეთ ობიექტებზე არსებული საფრთხეები, მათგან გამომდინარე რისკები და ამ რისკების კონტროლის მექანიზმები. კურსის და ტესტის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, ერგონომიკა, ელექტრობა, ხელით სამუშაოები, განათება, ხმაური, ტემპერატურა, ტენიანობა, დისტანციურად მუშაობა, ინციდენტები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, სახანძრო უსაფრთხოება, ქიმიკატები, სამზარეულოს უსაფრთხოება.

 

საკანონმდებლო მოთხოვნა საქართველოს ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” გვავალდებულებს დასაქმებულებისთვის შესაბამისი თემატური სწავლების (ტრენინგის) უზრუნველყოფას. ეს კურსი დაგეხმარებათ ჩაუტაროთ კანონით მოთხოვნილი ეს ტრენინგი თქვენს კომპანიაში დასაქმებულ ყველა პირს.

error: Alert: მასალა დაცულია!