შრომის უსაფრთხოების კურსი ჭრა და შედუღება

შედუღება – ჭრა და ცხელი სამუშაოები

კურსის აღწერა: ტრენინგი განიხილავს სხვა და სხვა ინდუსტრიებში შედუღებისა და ჭრის სამუშაოებს (ე.წ. ცხელი სამუშაოები). მსმენელები ისწავლიან ცხელი სამუშაოების ტიპებს და სპეციფიკას, ასოცირებულ რისკებს და მათი კონტროლის მექანიზმებს, სავალდებულო გამოსაყენებელ ი.დ.ს-ს; უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურებს და პრაქტიკას, ასევე დახურულ სივრცეებში ცხელი სამუშაოების წარმოების სწორ პრინციპებს.

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; პროცესები და საფრთხეები; შედუღების უსაფრთხო პრაქტიკა; შედუღება დახურულ სივრცეებში.

საკანონმდებლო მოთხოვნა:  საქართველოს ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” გვავალდებულებს დასაქმებულებისთვის შესაბამისი თემატური სწავლების (ტრენინგის) უზრუნველყოფას. კურსი დაგეხმარებათ ჩაუტაროთ კანონით მოთხოვნილი ეს ტრენინგი თქვენს კომპანიაში დასაქმებულ ყველა პირს.

კურსის ხანგრძლივობა: მსმენელებს კურსის და ტესტის სრულად გასავლელად დასჭირდებათ დაახლოებით 2-3 საათი