კურსის აღწერა:
ტრენინგი მოიცავს ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას COVID-19 ის შესახებ, გავრცელების გზებს, რისკ ფაქტორებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და მათი სწორი გამოყენების ინსტრუქციებს, კონტროლის მექანიზმებს, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ვალდებულებებს და ა.შ. კურსი მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია დასაქმებულებისთვის, რათა მათ COVID-19 ის პანდემიის პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხოდ შეძლონ თავიანთი მოვალეობების შესრულება.

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს:
COVID-19 – ზოგადი ინფორმაცია, სიცოცხლისუნარიანობა სხვა და სხვა ზედაპირზე, კონტროლის მექანიზმები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ქცევის წესები, დამსაქმებლის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, დასაქმებულის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები,  რჩევები და რეკომენდაციები, ქიმიკატებთან და დასუფთავების საშუალებებთან მუშაობა.

საკანონმდებლო მოთხოვნა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშვებულ COVID-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სავალდებულოა სამუშაო სივრცეებში დაბრუნებულ დასაქმებულებს ჩაუტარდეთ COVID-19 თან დაკავშირებული სწავლება (ტრენინგი). აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ თქვენი დასაქმებულებისთვის ამ ინსტრუქტაჟის ჩატარებაში.

1 თვიანი წვდომა

50.00 ლარი

მუდმივი წვდომა

190.00 ლარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: Alert: მასალა დაცულია!