10. სურათი - სიმაღლეზე მუშაობა

სიმაღლეზე მუშაობა და დამცავი მექანიზმები

კურსის აღწერა: სიმაღლეზე მუშაობა მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება. უამრავი ფატალური შედეგი დამდგარა ამ საფრთხის გამო. შესაბამისად აუცილებელია ყველა რელევანტურმა პირმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკები და მათი კონტროლის მექანიზმები. კურსი განიხილავს სიმაღლეზე მუშაობის ყველა საშუალებას და მათი სწორად გამოყენების წესებს, ასევე ინდივიდუალურ და კოლექტიურ დაცვის სხვა და სხვა მსოფლიოში აპრობირებულ საშუალებებს. კურსში ასევე განხილულია 477-ე რეგლამენტი და მისი მოთხოვნები. ტრენინგი გამდიდრებულია ვიზუალურად ადვილად აღქმადი სადემონსტრაციო ვიდეოებით.

 

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი და განმარტებები; სიმაღლეზე მისადგომი საშუალებები- კიბეები, ხარაჩოები, საწეველა სამუშაო პლატფორმა, დაკიდული სამუშაო პლატფორმა; სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებები ინსპექტირება და სამაშველო გეგმა; 477-ე ტექნიკური რეგლამენტი.

 

საკანონმდებლო მოთხოვნა 477-ე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სიმაღლეზე მუშაობის ტრენინგი შესაბამისი საფრთხის ქვეშ მომუშავე ყველა დასაქმებულს უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ 3 თვეში ერთხელ და მათ უნდა გააჩნდეთ სერტიფიკატი შესაბამისი ვადით. სწორედ ამ მოთხოვნის შესრულებაში დაგეხმარებათ აღნიშნული კურსი.

error: Alert: მასალა დაცულია!