შრომის უსაფრთხოების კურსი სახანძრო უსაფრთხოება

საგანგებო სიტუაციების მართვა და სახანძრო უსაფრთხოება

კურსის აღწერა: ტრენინგი დეტალურად განიხილავს საგანგებო სიტუაციების სწორად მართვის პრინციპებს, რეაგირების გუნდის შემადგენელ პირებს და მათ მოვალეობებს, საგანგებო სიტუაციების სცენარებს და თითოეულზე სწორი რეაგირების რეკომენდაციებს, სწორი ევაკუაციის მეთოდებს, სახანძრო უსაფრთხოების პრინციპებს და სხვა. კურსში ასევე განხილულია ამ საკითხთან დაკავშირებული საქართველოში არსებული კანონმდებლობა. ამ ტრენინგის გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება დაეხმარება მსმენელებს სწორად გაწერონ ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, დაინიშნონ სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებად, ჩაატარონ ევაკუაციის სწავლებები და მართონ საგანგებო სიტუაციები.

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდი; საგანგებო სიტუაციების სცენარები; გასათვალისწინებელი რეკომენდაციები; სახანძრო უსაფრთხოება; ხანძარზე რეაგირების პროცედურები; ცეცხლმაქრის გამოყენების ინსტრუქცია.

საკანონმდებლო მოთხოვნა ტექნიკური რეგლამენტი – №370 „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“ ითხოვს ყველა ორგანიზაციაში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნას. ასეთ პირს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგი და ფლობდეს სერტიფიკატს. ამ კურსის გავლა დაგეხმარებათ აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაში.

კურსის ხანგრძლივობა: მსმენელებს კურსის და ტესტის სრულად გასავლელად დასჭირდებათ დაახლოებით 3-4 საათი

error: Alert: მასალა დაცულია!