კურსის აღწერა:
ტრენინგი განკუთვნილია საოფისე სპეციფიკის მქონე კომპანიებში დასაქმებულთათვის, ასევე შესაბამისი შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებისა და ტექნიკური მენეჯერებისთვის. კურსში განხილულია ასეთ ობიექტებზე არსებული საფრთხეები, მათგან გამომდინარე რისკები და ამ რისკების კონტროლის მექანიზმები. კურსის და ტესტის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს:
შესავალი, ერგონომიკა, ელექტრობა, ხელით სამუშაოები, განათება, ხმაური, ტემპერატურა, ტენიანობა, დისტანციურად მუშაობა, ინციდენტები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, სახანძრო უსაფრთხოება, ქიმიკატები, სამზარეულოს უსაფრთხოება.

საკანონმდებლო მოთხოვნა:
საქართველოს ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ” გვავალდებულებს დასაქმებულებისთვის შესაბამისი თემატური სწავლების (ტრენინგის) უზრუნველყოფას. ეს კურსი დაგეხმარებათ ჩაუტაროთ კანონით მოთხოვნილი ეს ტრენინგი თქვენს კომპანიაში დასაქმებულ ყველა პირს.

1 თვიანი წვდომა

50.00 ლარი

მუდმივი წვდომა

190.00 ლარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *