კურსის აღწერა: კურსი განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლებისთვის. მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით საგზაო შემთხვევა ხდება და ათასობით ადამიანი იღუპება. ყველა შემთხვევის არიდება შესაძლებელია წესების დაცვით, საფრთხის წინასწარ განსაზღვრით და რისკის თავიდან აცილებით.
კურსის მიზანი: მართვის ცოდნა და გზებზე საფრთხის ამოცნობა, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდება და უსაფრთხო მართვის ტექნიკის დაუფლება.
კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: საგზაო ნიშნები, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა, უსაფრთხოების ღვედი, ტრანსპორტის შემოწმება შესაბამისი ჩეკლისტებით, მოგზაურობის მართვის გეგმა, საბურავები, სხვადასხვა ამინდის პირობებში უსაფრთხო მოძრაობა, სარკეებით მანიპულირება, ღამით უსაფრთხო მართვა, მობილური, დაღლილობა, მედიკამენტები, საგზაო შემთხვევა, ალკოჰოლი, ფეხით მოსიარულეები, ბავშვები გზაზე, ერგონიმიკა, სწორად ჯდომა, სადისტრიბუციო ავტოტრანსპორტი, ზოგადი უსაფრთხოების საკითხები.
კურსის ხანგრძლივობა: მსმენელებს კურსის და ტესტის სრულად გასავლელად დასჭირდებათ დაახლოებით 3-4 საათი.