შრომის უსაფრთხოების ტრენინგი ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობა

ქიმიური საფრთხეები და მავნე ნივთიერებებთან მუშაობა

კურსის აღწერა: ტრენინგი განიხილავს ქიმიურ და მავნე ნივთიერებებთან მუშაობისას წარმოქმნის საფრთხეებს, მათგან წარმოქმნილ რისკებს და კონტროლის მექანიზმებს. კურსში დეტალურად არის განხილული ყველა ძირითადად გამოყენებული ქიმიური ნივთიერება, მავნე ნივთიერებების კლასები და მათგან გამოწვეული დაავადებები. კურსი გამდიდრებულია აუდიო მასალით – თითოეულ სლაიდზე დართულია ინდუსტრიული ჰიგიენის საერთაშორისო ექსპერტის აუდიო კომენტარი და განმარტებები.

 

კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი და დეფინიციები, მავნე ნივთიერებათა კლასიფიკაცია – კოროზიული, აალებადი, ტოქსიკური, რეაქტიული, ბიოლოგიური, კარცინოგენი, რადიოაქტიური; ხშირი დაავადებები – დერმატიტი, ასთმა, გონების დაკარგვა, კიბო, ინფექციები; • ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებათა თვისებები; •  ნივთიერებებზე ინფორმაციის მოძიება (ნივთიერების უსაფრთხოების ცნობარი SDS); ქიმიური ნივთიერებების რისკების შეფასება და კონტროლი; ნივთიერებების ტრანსპორტირება და შენახვა.

 

სამიზნე ჯგუფი:  სხვადასხვა ინდუსტრიებში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შეხება აქვს ან შეიძლება ჰქონდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან. აღნიშნული კურსი შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებს დაეხმარებათ სამუშაო სივრცეში ქიმიკატებთან დაკავშირებული რისკების შეფასებაში და დასაქმებულთათვის რელევანტური ტრენინგების ჩატარების პროცესში.

error: Alert: მასალა დაცულია!