ტრანსპორტის უსაფრთხო მართვა

კურსის აღწერა: კურსი განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლებისთვის. მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით საგზაო შემთხვევა ხდება და ათასობით ადამიანი იღუპება. ყველა შემთხვევის არიდება შესაძლებელია წესების დაცვით, საფრთხის წინასწარ განსაზღვრით და რისკის თავიდან აცილებით. კურსის მიზანი: მართვის ცოდნა და გზებზე საფრთხის ამოცნობა, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდება და უსაფრთხო მართვის ტექნიკის დაუფლება. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: საგზაო […]
შრომის უსაფრთხოება სტუმარ – მასპინძლობის სექტორში

კურსის აღწერა: კურსი განკუთვლია HORECA სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. აღნიშნული სფერო მოიცავს სასტუმროებს, ჰოსტელებს, რესტორნებს, ბარებს, კაფეებს, ღამის კლუბებს და ა.შ. კურსში განხილულია ყველა შესაძლო საფრთხე, შესაბამისი რისკები და კონტროლის მექანიზმები; რეკომენდირებულია, მსმენელმა თავდაპირველად გაიაროს შრომის უსაფრთხოების პირველადი კურსი (სასტუმროებისა და რესტორნებისთვის) და ამის შემდეგ, გაიღრმავოს ცოდნა ამ კურსის გავლით. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: ხელით მუშაობა/მძიმე […]
ექსკავაციის უსაფრთხოება

ექსკავაციის უსაფრთხოება კურსის აღწერა: ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული გრუნტის ამოღების პროცესში სხვადასხვა ტექნკით ან მანუალური საშუალებებით, ასევე შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებისა და ტექნიკური მენეჯერებისთვის. კურსში განხილულია ექსკავაციასთან დაკავშირებული საფრთხეები, მათგან გამომდინარე რისკები და ამ რისკების კონტროლის მექანიზმები. კურსის და ტესტის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი, გრუნტის ტიპები და […]
ნარჩენების მართვა

კურსის აღწერა: ნარჩენების სწორად მართვა და უტილიზება შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ ტრენინგის მეშვეობით შეიტყობთ თუ რა არის ნარჩენი, რამდენ კატეგორიად იყოფა ის, რა საფრთხეები ახლავს მას და როგორია მისი სწორი მართვის პრინციპები. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; ნარჩენების მართვის იერარქია და პრინციპები; ნარჩენების მართვის გეგმა; ასოცირებული საფრთხეები და კონტროლის […]
დახურულ სივრცეში მუშაობა

კურსის აღწერა: დახურულ სივრცეში მუშაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის არაერთი საფრთხის გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი ინციდენტი მოხდა და მათი უმრავლესობა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებით ან ფატალური შედეგით დასრულდა. კურსში წარმოდგენილი მასალა შედგენილია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და სრულიად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას. გაეცანით დახურულ სივრცეში მუშაობის რეკომენდაციებს, დაიცავით თქვენი და სხვა ადამიანების სიცოცხლე. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: […]
სიმაღლეზე მუშაობა და დამცავი მექანიზმები

კურსის აღწერა: სიმაღლეზე მუშაობა მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება. უამრავი ფატალური შედეგი დამდგარა ამ საფრთხის გამო. შესაბამისად აუცილებელია ყველა რელევანტურმა პირმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებული რისკები და მათი კონტროლის მექანიზმები. კურსი განიხილავს სიმაღლეზე მუშაობის ყველა საშუალებას და მათი სწორად გამოყენების წესებს, ასევე ინდივიდუალურ და კოლექტიურ დაცვის სხვა და სხვა მსოფლიოში აპრობირებულ […]
ელექტრობის უსაფრთხოება

კურსის აღწერა: ელექტრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ყველა ინდუსტრიაში. საქართველოში უამრავი მძიმე ინციდენტი ხდება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ელექტრობასთან არასწორ მუშაობას. ტრენინგი შედგენილია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტის მიერ, რომელსაც ელექტრობასთან მუშაობის და მასთან ასოცირებული რისკების კონტროლის უდიდესი გამოცდილება აქვს. გაეცანით ელექტრობის საფრთხეს და მასთან სწორად მუშაობის პრინციპებს. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; ელექტრობასთან ასოცირებული რისკები; ელექტრო საფრთხეებისგან დაცვა; ელექტრული […]
საგანგებო სიტუაციების მართვა და სახანძრო უსაფრთხოება

კურსის აღწერა: ტრენინგი დეტალურად განიხილავს საგანგებო სიტუაციების სწორად მართვის პრინციპებს, რეაგირების გუნდის შემადგენელ პირებს და მათ მოვალეობებს, საგანგებო სიტუაციების სცენარებს და თითოეულზე სწორი რეაგირების რეკომენდაციებს, სწორი ევაკუაციის მეთოდებს, სახანძრო უსაფრთხოების პრინციპებს და სხვა. კურსში ასევე განხილულია ამ საკითხთან დაკავშირებული საქართველოში არსებული კანონმდებლობა. ამ ტრენინგის გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება დაეხმარება მსმენელებს სწორად გაწერონ ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების […]
შედუღება – ჭრა და ცხელი სამუშაოები

კურსის აღწერა: ტრენინგი განიხილავს სხვა და სხვა ინდუსტრიებში შედუღებისა და ჭრის სამუშაოებს (ე.წ. ცხელი სამუშაოები). მსმენელები ისწავლიან ცხელი სამუშაოების ტიპებს და სპეციფიკას, ასოცირებულ რისკებს და მათი კონტროლის მექანიზმებს, სავალდებულო გამოსაყენებელ ი.დ.ს-ს; უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურებს და პრაქტიკას, ასევე დახურულ სივრცეებში ცხელი სამუშაოების წარმოების სწორ პრინციპებს. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; პროცესები და საფრთხეები; შედუღების უსაფრთხო პრაქტიკა; შედუღება დახურულ […]
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

კურსის აღწერა: დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი შერჩევა და გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამ საკმაოდ მოცულობითი კურსის მეშვეობით თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ სფეროში არსებული ყველა ძირითადი ი.დ.ს.-ს სახეობები, სპეციფიკა და სწორად გამოყენება; ასევე, ი.დ.ს.-სთან დაკავშირებული დასაქმებულების და დამსაქმებლების მოვალეობები. კურსი გამდიდრებულია ვიზუალური მასალითა და მარტივად აღქმადი ვიდეოებით. კურსი შეიცავს შემდეგ ქვეთავებს: შესავალი; საქართველოს […]